მთავარი ციტატა

მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....