aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

IRI-ს გამოკითხვაში ივანიშვილი ათეულში ვერ მოხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” (IRI) პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.  IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 % დავით ბაქრძის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამ კუთხით მეორე ადგილზე კახა კალაძეა (49%), მესამეზე – დავით უსუფაშვილი (47%). მეოთხე ადგილი კი გრიგოლ ვაშაძეს უჭირავს(41%).
ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 39 %-ია განწყობილი, შემდეგ არის შალვა ნათელაშვილი 39%-ით, 39 % აქვს ასევე გიორგი გახარიას.ნიკა მელიას მიმართ დადებითად მოსახლეობის 34 %-ია განწყობილი.
რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მისი რეიტინგი 32%-ს შეადგენს.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

იტვირთბა....