aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მესტიაში, ეცერისა და ცხუმერის ტყეებში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ორივე სოფლის გამგებლის ინფორმაციით, ხანძარი ტყეებში წუხელ, სავარაიდოდ, გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც ცხუმარის გამგებელმა თამაზ სუბელიანმა “კურიერს”უთხრა, დაახლოებით, სამ ჰექტარზე დამწვარი ან დაზიანებულია ხეები. რაც შეეხება ეცერს, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის, თითქმის, ერთი ჰექტარია დამწვარი.

გამგებლები ამბობენ, რომ ორივე ადგილას ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ამავე ცნობით, ცეცხლის დასახლებილ ადგილებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

იტვირთბა....