aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა..

კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნების თემა საბაბია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მისი განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამს, 2010 და 2014 წლებში ცვლილებების რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების წაგების შიშის გამო ჩააგდო, კალაძე პასუხობს, რომ „დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

„გაკეთებული გვქონდა განცხადება ახალი სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. მეც ვარ ერთ-ერთი მხარდამჭერი და ჩემი გამოსვლებიც შეგიძლიათ ნახოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს განსახორციელებელ ცვლილებებს“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, აქციებზე მონაწილეთა რაოდენობის დათვლა ყოველთვის ხდებოდა და „ეს ბუნებრივი პროცესია“.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადეს, უცვლელად გტავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....