aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2012 წლის არჩევნები იმიტომ მოვიგეთ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არ გავყევით შუბლებით დატაკების სცენარზე” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც შედეგის მიღების ერთადერთი ეფექტური რეცეპტია.
ჩვენ 2012 წლის არჩევნები მოვიგეთ იმიტომ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არ გავყევით ძალისმიერ, შუბლებით დატაკების სცენარზე, რომელსაც ის მუდმივად გვთავაზობდა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ტატამზე შერკინებისთვის ხელისუფლებას ბევრად მეტი რესურსი აქვს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლისთვის მშიშარა გადამგდების სტატუსის გაფორმება და იმის გამოცხადება, რომ სახედაკარგულ პარტიას ნებისმიერი სისტემის ფარგლებში ამარცხებ. თუ ეს სწორად გაკეთდა, მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის სრული კოორდინაციით, ხელისუფლება განიცდის სასტიკ მარცხს.

ეს არის ჩემის აზრით, ერთადერთი სწორი ფორმულა, იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური, რომელშიც მთავარი გზავნილი იქნება, რომ ხმა არ მისცენ “გადამგდები” ხელისუფლების კანდიდატს, რომელიც ახლა გპირდებათ, მაგრამ აუცილებლად გადაგაგდებთ. ასე ისწავლეს ბიძინასგან” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადეს, უცვლელად გტავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....