aviabiletebi
მთავარი ციტატა

“იქნება პიკეტირება, დაუმორჩილებლობაც… რუსთაველი იქნება ჩაკეტილი”

“არ ვიშლებით, რუსთაველი იქნება ჩაკეტილი, გამოვაცხადებთ, თუ როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს. მინდა მივმართო პირდად ივანიშვილს – ბიძინა ივანიშვილო, არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას. გადავკეტავთ კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში, იქნება პიკეტირებებიც, დაუმორჩილებლობაც და ყველაფერი კანონის ფარგლებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ვაშაძე

აღნიშნული განცხადება ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგით – “ერთად ერთის წინააღმდეგ” საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობამდე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....