aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩვენი ამოცანაა, დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს”

“ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. გავაკეთებთ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება არის მოტყუებული, გაბრაზებული, აბუჩად აგდებული “ქართული ოცნების” ლიდერებისა და პირდად ივანიშვილის მხრიდან. მათი მოსატყუებელი და დასაცინი ამ ქვეყანაში არავინ არ არის, დამთავრდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგით – “ერთად ერთის წინააღმდეგ” საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობამდე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....