aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პოლიციას მინდა ვუთხრა – ბიჭებო, გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ”

“პოლიციას მინდა ვუთხრა – ბიჭებო, ყველაფერი იცვლება, ხომ იცით? თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, ამათ სამსახურში არ ხართ. კარგად დაფიქრდით და გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადება ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგით – “ერთად ერთის წინააღმდეგ” საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობამდე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....