aviabiletebi
მთავარი ციტატა

“დღეს რას ამბობენ მამუკა მდინარაძე და გია ვოლსკი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”

“დღეს რას ამბობენ მამუკა მდინარაძე და გია ვოლსკი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ადამიანები აღარ არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ აღარ აქვთ საზოგადოებრივი ნდობა და მანდატი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნოდარ რუხაძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

TV პირველი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ,  “ქართულმა ოცნებამ”  და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

იტვირთბა....