"რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას" - კარლ ჰარცელი - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშოირებით მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის რისკები არსებობს.

„რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და ასევე ნდობას საზოგადოების ფართო ნაწილის მხრიდან, რაც თავისთავად ზრდის პოლარიზაციის რისკებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ნიშნები ჩანს. დღეს მოლაპარაკებებს გავმართავთ რამოდენიმე მხარესთან, რომ ვნახოთ გამოსავალი. შეხვედრებს ასევე გავმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....