აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია სამართალდამცავები, რადგან დილიდან ოპოზიციის წევრებს პიკეტირებული ჰქონდათ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელი და აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 172-ე მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
იტვირთბა....