მთავარი ციტატა

“ასეთი ერთობა ოპოზიციას “ეროვნული მოძრაობის” შემდეგ არ ჰქონია”

“ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა ცესკოში. “ოცნება”, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, გაგხევთ ნაკერავზე. ასეთი ერთობა ოპოზიციას “ეროვნული მოძრაობის” შემდეგ არ ჰქონია”

გრიგოლ ვაშაძე, “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი

აქცია პარლამენტის წინ.

ახლახანს დასრულდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიათა ლიდერების შეხვედრა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....