aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძის თქმით, მას შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მის მიერ გამოყენებულ უხერხულ ჟესტზე საუბრისას განუცხადა, არავის საქმე და გასარჩევი არაა, მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს.

„რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება „ფეიკ ნიუსები“. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა კახა კალაძემ, მანქანაში ყოფნისას უხერხული ჟესტი გამოიყენა.

იტვირთბა....