aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიის განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე – გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

იტვირთბა....