aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა როგორ უნდა მოიგოს არჩევნები მაჟორიტარებით, რომლებიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდნენ?” – ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ხალხს მიაყენეს”, – ასე ეხმაურება დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას.

როგორც “მეტრონომს” ჭიჭინაძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

“გეგმები ხალხთან ერთად არის ჩამოსაყალიბებელი. კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს არც ერთი დაპირების შესრულებას. მათ ყოფნას ძალაუფლებაში არავითარი აზრი არ აქვს. ისინი მხოლოდ საკუთარ სავარძელზე ფიქრობენ და ხალხზე აღარ ფიქრობენ. ის შეკრებები, ის შეხვედრები, რომელთაც ის ატარებდა ბოლო პერიოდში, გამოკითხვები და კვლევები პირდაპირ აჩვენებს, “ქართულ ოცნებას” ნდობა აღარ აქვს საზოგადოებაში. და როგორც ყველა უშვებს შეცდომას, დაიწყო მანაც გაყალბებისკენ მისწრაფება. მაჟორიტარებით, რომლებიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდნენ, ივანიშვილმა როგორ უნდა მოიგოს არჩევნები? მე ვფრიქრობ, რომ საერთოდ, როგორც “მოქალაქეთა კავშირთან” იქნა გამოყენებული გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან, ისეთივე გადაწყვეტილებაა მისაღბი “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში”, – უთხრა “მეტრონომს” დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

მარიამ იმერლიშვილი

 

 

იტვირთბა....