aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვეზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე” – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში განუცხადა.

„2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ესაა მოცემულობა, რომელიც იყო და ძალაში რჩება. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც შეეხება ოპოზიციას,  ეს არაა ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესაა რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, იმიტომ , რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები ბუნებრივია, არ გაუვათ,“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ყველას, მათ შორის „რადიკალურ ოპოზიციას“ მოუწოდებს სიმშვიდისკენ.

„სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს სჭირდება მოსახლეობას. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ ამის საშუალება მათ არ ექნებათ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

იტვირთბა....