aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს”- სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.

“თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად – და ეს სამართლებრივად “გამართული” გადაწყვეტიელბა იქნება. პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია. დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია. ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია. გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ. სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან.მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია ! როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე.” – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....