aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ, – მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით” – რომან გოცირიძე

“ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი არჩევანი ორი სცენარიდან: წავიდეს ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ის დღესაც ატყუებს ხალხს და ამ ტყუილის შემდეგ მისი ხელისუფლება იქნება დამთავრებული. „გავრილოვის ღამე“ სანატრელი გაუხდებათ, ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს აქ, ამ დარბაზში. გინდა მუქარა უწოდეთ, გინდა გაფრთხილება. მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – რომან გოცირიძე

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

იტვირთბა....