aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია იმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ ჩააგდონ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ სისტემას დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, აქციებს გააგრძელებენ.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გვაჩვენოს, რომ თითქოს მას კონტროლის მექანიზმი აღარ აქვს საკუთარ ცხვრებზე, რომელიც პარლამენტში ჰყავს. ამ შენობაში, ახლა იდეაში ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს. ვაგლახ საქართველო, რომ ეს ადამიანები წყვეტენ და მათი ერთი თითის დაჭერა შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფხიზელი და ძალიან მზადყოფნაში მყოფი საზოგადოების ხარჯზე ჩვენ შევძლებთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს შემადგენლობაც კი მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდება“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ მწვავე რეაქციას მიიღებს, თუკი „წითელ ღილაკს, მწვანე ღილაკის მაგივრად დააჭერენ“.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

ფოტო: 1 არხი

იტვირთბა....