aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველში პირდაპირი გზის მშენებლობა სურს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზის მშენებლობა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სურს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.

“ჩეჩნური სოფლის, უტუმ-კალიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, ადრე ჩვენ შორის გზა იყო. თუ ამ გზას გავხსნით, საქართველოს გავლით თურქეთში მოვხვდებით, შემდეგ კი – ევროპაში. ეს ჩრდილოეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი გზაა, ასევე- რკინიგზაც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ” ,- აცხადებს კადიროვი.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის შესახებ განცხადება ფედერალურ ცენტრში უნდა შეიტანონ, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, საკითხი წამოყენებისთანავე გადაიჭრება და ამბობს, რომ არის ამ გზის გახსნის საჭიროება და სურვილი.

იტვირთბა....