aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

ბექა კვიციანის პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა. კვიციანი მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.
ცნობისთვის, ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის დაკავების ამბავს ეხმაურება. როგორც დეპუტატი “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, მან ძმისშვილი პოლიციას თავად ჩააბარა. 

იტვირთბა....