aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმის კბილი, რომ ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა” – მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტში განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი

ნიკა მელიას თქმით, იმედს იტოვებს, რომ უმრავლესობა დაპირების უკან წაღებას ვერ გაბედავს.

“თუკი საკონსტიტუციო ინიციატივას არ დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ, ვფიქრობ, სალაპარაკო ნაკლები იქნება, იქნება სამოქმედო. მოქმედებისთვის ძალ-ღონეს არავინ დაიშურებს და ეჭვი არ მეპარება, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ვერ გასტანენ მართვის სადავეებთან. მხარის არ დაჭერა იქნება თვალში ნაცრის შეყრაც არა, სულში შეურაცხყოფა საქართველოს ნებისიერი მოქალაქის, რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს უთხრეს არა იმიტომ, რომ მათ სურდათ, არამედ იძულებულნი გახდნენ, ვინაიდან ისინი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა, დაშავებულმა ადამიანებმა. იმედს ვიტოვებ, რომ ვერ გაბედავენ დაპირების უკან წაღებას. “ქართულ ოცნებას” უდიდესი სურვილი აქვს, ეს ჩანს, ხელის გულზე დევს, რომ ჩააგდონ ინიციატივა, მაგრამ აქვე აცნობიერებენ, რომ ამას მოჰყვება ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც დასრულდება ხელისუფლების მარცხით. თუკი მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი საქართველოს პარლამენტში, ჩაგდების შემდეგ შემოვა და მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც შემოვა, არა პირველი. როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩაოშორება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი.

დიმიტრი ხუნდაძეს არათუ დამოუკიდებლობის რესურსი არ გააჩნია, მეტიც ბიძინა ივანიშვილმა რომ სთხოვოს, სანამ ცოცხალია არასდროს ჩავიდეს მცხეთაში, სადაც ის მაჟორიტარია, ფეხს არ შედგამს. ასეთი ადამიანის მხრიდან დამოუკიდებლად დემარშების მოწყობის და გულზე მჯიღის ცემით მტკიცების, რომ ეს დაღუპავს ქვეყანას, არავის სჯერა. ამ ყველაფრის მოსატყუებელი კბილი ერმა და ბერმა მოიცვალა”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

იტვირთბა....