ბრეგაძის მიერ ლომჯარიას ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძის მიერ ლომჯარიას ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის – ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმში – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან ერთად, სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ნინო ლომჯარიას წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....