“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პარლამენტში, პროპორციულს უნდა ვუყაროთ კენჭი. მოვედი ამ დიდებული შეგრძნებით და ჰოი საოცრებავ… სასწაული ხდება ოცნების დეპუტატების პირველივე განცხადებიდან (სიმბოლურია, რომ კობახიძემ გააკეთა). ლანძღვა, გინება (პირდაპირი მნიშვნელობით), ყველა გამოსვლაზე წამოხტომა და გაქაჩვა, მერე ფიზიკური ჩხუბი. სამი წელია ოცნებას პარლამენტში ვუყურებ და მათგან აგრესია არ მიკვირს, მაგრამ ამ დადგმულ და მიზანმიმართულ აგრესიაზე ეჭვები ჩნდება, რომ პროპორციულის შეფერხებას აპირებენ. პარალელურად ზოგი მანორიტარი ამბობს არ მივცემთ ხმასო”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” დეპუტატი
სოციალური ქსელი