aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო” – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილის დაკრძალვის თარიღის გადადებას იმის გამო, რომ გარდაცვლილს წესი არ აუგეს.

“აწ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის მშობლების და ოჯახის საგანგებო განცხადება!!! პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.

პირველი: გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს “გირჩის” მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა,” – წერს შორენა ჩახვაძე.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბაც.

იტვირთბა....