aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მანამ შეეჩერებინა, სანამ მოსმენები პარლამენტში გადავიდოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სახალხო დამცველის მოთხოვნას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ეხმაურება.

ლაგაზიძის შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ სახალხო დამცველს ეს პროცესი მანამ შეეჩერებინა, სანამ მოსმენები პარლამენტში გადავიდოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

„თავისთავად, ეს მისასალმებელი ინიციატივაა და კარგია, რომ სხვა თუ არავინ, სახალხო დამცველმა მაინც ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოწმენდა გადაწყვიტა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი და მისი თანამშრომლების კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეუსაბამობები მანამდე აღმოჩენილიყო, სანამ პარლამენტში არსებული კანდიდატების განხილვა დაიწყებოდა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას, ეს არ გავრცელდება პარლამენტში უკვე მოსმენაგავლილ კანდიდატებზე. გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაინაღდა, მიიღო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის, სულ მცირე, მისი პარტნიორი, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია “ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნების პროცესში. მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნებას“ ჰგონია, რომ მიიღო მართული სასამართლო, თორემ აბა, პირად საუბრებში კარგად შეეკითხონ „კლანის“ წევრებს, ისინი როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს. ერთი სული აქვთ, როდის დაამტკიცებენ მათ კანდიდატურებს, რომ დღეს თუ თავის დაკვრით ასრულებენ „ოცნების“ პირობებს, როგორც კი ისინი უვადო მოსამართლეებად დაინიშნებიან, შემდეგ უკვე ისინი წაუყენებენ პირობებს „ოცნებას“ და ფაქტობრივად, უკონტროლონი იქნებიან თავის უკანონო ქმედებებში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, „სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

იტვირთბა....