წუხელ, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც სოფელ ფსხუს მიმდებარედ 10 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
„ხანძარი ვრცელდება მაღალმთიან, ტექნიკისთვის მიუწვდომელ ადგილებში. მისი ჩაქრობა მხოლოდ სპეციალური ავიაციის საშუალებითაა შესაძლებელია“,- ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, შესაძლოა, მათ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.