aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნები არ იკვეთება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნები არ იკვეთება, ამიტომ გამოძიებაც არ დაიწყება.

უწყების ცნობით, ქართულ-შვედური ნამუშევრის შესწავლა მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე დაიწყეს. ამასთანავე, ლორთქიფანიძე მოითხოვდა, ფილმის შენაარსის შესწავლამდე, ფილმის ჩვენება შეეწყვიტათ.

შეგახსენებთ, 8, 9 და 10 ნოემბერს, საქართველო კინოთეატრებში გაიმართა აღნიშნული ფილმის პრემიერა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის – “ქართული მარშის”, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, ლევან ვასაძისა და მისი მომხრეების და სხვათა უკმაყოფილება მოჰყვა. მათ 8 ნოემბერს, ვერის ბაღში, საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი კინოთეატრებთან გადაინაცვლეს, პრემიერის შეჩერების მიზნით, თუმცა კინოთეატრებთან პოლიციის კორდონი იდგა და მათ შესვლის საშუალებას არ აძლევდა. კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს აქციის მონაწილეებმა თვალის არეში ქვა ესროლეს.

პრემიერაზე დასწრების მსურველებს, კინოთეატრში შესასვლელად ბილეთების ჩვენება პოლიციელებისთვის უწევდათ, რათა დაედასტურებინათ, რომ ფილმის ნახვის მიზნით შედიოდნენ და არა მისი პრემიერის ჩასაშლელად. შენობაში შესვლამდე მაყურებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....