"პატრიარქი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა" - მეუფე პეტრე - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა” – მეუფე პეტრე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს “სოდომური ცოდვის ფილმების” ჩვენებას სთხოვდა – ამის შესახებ ინფორმაციას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, “მთვარი არხისთვის” მიცეულ ინტერვიუსში აკეთებს.

მისი მტკიცებით, მსგავსი ფილმების ლინკები პროკურატურამ გიორგი მამალაძის ტელეფონში აღმოაჩინა და მამალაძემ არ უპასუხა, თუ რატომ იყო ეს ფილმები მისი ბრაუზერის ისტორიაში.

“მან პასუხი არ გასცა, მე გავცემ პასუხს. ის ამბობს, რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა, რომ მსგავსი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. პასუხისმგებელი ვარ ამ ბრალდებაზეც”, — განაცხადა მან.

შეგახასენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.  მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....