aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. დაღუპულები შუახნის ქალი და არასრულწლოვანი არიან. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, 11 წლის მოზარდი.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

იტვირთბა....