კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კინოთეატრ “ამირანთან” პოლიციაა მობილიზებული

კინოთეატრ “ამირანთან” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპატრული პოლიციაა მობილიზებული.

ამ დროისთვის ადგილზე აქციის მონაწილეები არ გამოჩენილან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, აქციაზე სამართალდარღვევის შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიმართავს.

“უკვე მესამე დღეა პოლიცია იცავს უსაფრთხოებას. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგიის და გამნაღმველების სამსახურები, ასევე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. შსს მოუწოდებს როგორც ორგანიზატორებს, ასევე აქციაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი, პოლიცია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს,- განაცხადა კახა ბუხრაძემ.

შეგახსენებთ, ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

ამავე თემაზე
იტვირთბა....