aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჰომოფობიური აქციის მონაწილე “ტაბულას” ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტაბულას ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეს, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ხელი დაარტყა. ჟურნალისტის თქმით, თავს იმიტომ დაესხნენ, რომ აქციას ძალადობრივი უწოდა.

“ვიღებდი ვიდეოს, სადაც ვახსენე ძალადობრივი აქცია, რამაც გააღიზიანა და მითხრა, რომ ტყუილებს ვამბბდი, შემაგინა, დამარტყა და აგრესიულად იწევდა ჩემკენ”, — აცხადებს დაზარალებული ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ვასაძის და “მარშის” მხარდამჭერები ვერის ბაღში არიან შეკრებილები.

გუშინ „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

ფოტო: on.ge

იტვირთბა....