aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას დღესაც აგრძელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს “თბილისი გალერისთან”  სადაც კინოფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დღეს, 19:45 საათზე დაიწყება განაცხადა, რომ შსს უკვე მეორე დღეა, აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებულ კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიისვე თქმით, შს სამინისტრო დაიცავს მოქალაქეების უფლებებსა და მართლწესრიგს.

„შსს უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებულ კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, თითოეულ ლოკაციაზე დავიცავთ თითოეული მოქალაქის უფლებებსა და მართლწესრიგს. შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ, პოლიციური ძალები განლაგებულები იქნებიან კინოდარბაზის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეტალოდეტექტორის საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში”, – განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

იტვირთბა....