aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ კინოთეატრ “ამირანთან” ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები.
შსს-ს ინფორმაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.
იტვირთბა....