aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

“7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23 380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....