aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ზედმიწევნით ვიცი, რა ხდება სასულიერო ცხოვრებაში”: კახა კალაძის, მეუფე ზოსიმეს “ზეწოლის მსხვერპლად” წოდებულის გზავნილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე ზოსიმეს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლად დასახელებული სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი, კახა კალაძემ მედიას გზავნილი გამოუგზავნა. ეს მაშინ მოხდა, როცა ამ ამბის გამხმოვანებელი მამა გიორგი სხილაძე პირდაპირ ეთერში იჯდა და ინტერვიუს იძლეოდა. როგორც კახა კალაძე ამბობს, მას არ სურს, ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი აღმოჩნდეს. ის არ უარყოფს მომხდარ ფაქტს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერება მასთან შეთანხმებული არ იყო.

“31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია, შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია, მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს.

არ მინდა, გამოყენებულ ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რა ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში.

მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს. ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს”, – წერს სასულიერო სემინარია-აკადემიის ყოფილი სტუდენტი, საზღვარგარეთ მცხოვრები კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა. გიორგი სხილაძის თქმით, მეუფე ზოსიმე სტუდენტ კახა კალაძეს “სოდომურად “თავს დაესხა”.

“1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის” რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს”, – ნათქვამია მამა გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

იტვირთბა....