მთავარი ციტატა

“მეუფე პეტრე აპირებს, პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს”

“რასაც ახლა მეუფე პეტრე ემუქრება ეკლესიას კი არა, საზოგადოებას და სახელმწიფოს და ნახეთ რას ემუქრება – რომ ის წარადგენს მტკიცებულებას ბრალის დამადასტურებელს. ბრალი არ არის წაყენებული, მტკიცებულება უნდა წარადგინოს – სად? საეკლესიო სასამართლოში, წმინდა სინოდის წინაშე ის ამას ვერ წარადგენს, რადგან ამის უფლება მას არ აქვს. რაც შეეხება საერო სასამართლოს, არც ამის უფლება აქვს, რადგან პატრიარქზე იმუნიტეტი მოქმედებს… მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე, პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს, დაარწმუნოს რაღაც ნაწილი საზოგადოების, რომ გაასამართლონ პატრიარქი ლინჩის წესით. აი, ამას ველოდებით. ეს არის პილატეს სასამართლო… ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს არ მოხდეს”

მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი 

მეუფე ნიკოლოზმა საბერძნეთიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....