aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, პაატა ცაავას მოქალაქეთა ნაწილი მათი კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი აცხადებს, რომ  დაუკავშირდნენ ადამიანები, რომელთაც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასათან პრეტენზია აქვთ.

მერაბიშვილის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მათი კუთვნილი მიწები მიიტაცა.

„მოქალაქეებისგან ბევრი ზარი შემოვიდა. ყოფილ მმართველთან აქვთ პრეტენზიები. აქ ვარ და მოვლენ ალბათ ის ადამიანები. ალბათ, შევხვდებით ჯერ აქ და მერე მოგვიწევს სოფლებში შეხვედრა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ. იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ, გადაფარვა იყო თუ მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ გააჩნიათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა ლევან მერაბიშვილმა, რომელიც მარტვილში ჩავიდა.

ადგილობრივების ბრალდებებს ეპარქიაში უარყოფენ. იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მეუფე პეტრეს “დაქირავებული ადამიანები” ცილს სწამებენ.

„ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, წლებია, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების ყოფილი რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში მოვიდა მეუფესთან. ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის, ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს“, – აცხადებს იღუმენია თამარი.

იტვირთბა....