aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას შეუძლია, ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ” – არჩილ თალაკვაძე ლევან ვასაძის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდოამრე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდოამარის შეფასებით, თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია, ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია, ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ, შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ვასაძემ თქვა, ის და მისი მომხრეები ვერის ბაღში შეიკრიბებიან და წავლენ კინოთეატრებისკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება.

„პარასკევს 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში, მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციების წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და მის ტრადიციას. მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

იტვირთბა....