aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა გიორგი სხილაძე ზვიად გამსახურდიასა და მეუფე ზოსიმეს დაპირისპირების დეტალებს იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა გიორგი სხილაძე, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა, 1988 წელს მეუფე ზოსიმესა და ზვიად გამსახურდიას შორის მომხდარ დაპირისპირებასაც იხსენებს.

როგორც “მთავარ არხთან” საუბრისას მამა გიორგი სხილაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა აკადემიის მაშინდელი რექტორი და ახალანდელი მიტროპოლიტი “სოდომურ ცოდვაში” ამხილეს, ზვიად გამსახურდია სასულიერო სემინარიაში დაიბარეს და “ბინძური პროვოკაცია” მოუწყვეს.

“ზვიად გამსახურდიას დაურეკეს საპატრიარქოდან თუ სასულიერო აკადმიიდან და უთხრეს, რომ უნდა მისულიყო პედსაბჭოს სხდომაზე. მას შემდეგ, რაც ეს ამბები დატრიალდა სემინარიაში, ზვიად გამსახურდია მოვიდა დილით. ჩვენ, ბუნებრივია, ერთმანეთს მივესალმეთ, რადგან ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს. მან გვითხრა – დღეს თქვენთან პედსაბჭოს სხდომა ტარდება? ასეთი რამის შესახებ ჩვენთვის არ იყო ცნობილი. და მოკლედ, ჩვენთან ერთად ამოვიდა სემინარიის კიბეებზე. ზოსიმეს კაბინეტიდან გამოვარდა მისი მძღოლი, სულიერი შვილი და დამცველი მისი რა ვიცი სტიქაროსანი შპაგით და ამით პირდაპირ ზვიადის წინააღმდეგ გაიწია. ხვდებით მე მგონი ხომ რაც დაგეგმეს. თითქოს ზვიად გამსახურდიამ ჩვენ მიგვაგზავნა იმიტომ, რომ ჩვენ ახლოს ვიცნობდით ზვიად გამსახურდიას. იმ წუთში მეუფე ზოსიმეს მდივანი ელენე გაიქცა მილიციაში. მოვიდა მილიცია და შეადგინეს აქტი, რომ ზვიად გამსახურდია თავს დაესხა მეუფე ზოსიმეს და ცილი დასწამა. ზვიადი გაოგნებული იყო. მეუფე ზოსიმეს მორჩილი სპაგით რომ იწევდა, არ ვიცი მოკვლა უნდოდა, დაჭრა უნდოდა. შეიძლება მოეკლათ კიდევაც. ჩვენ მახსოვს, გადავუდექით წინ, ჩავეღობეთ, ზვიადის შეურაცხყოფის საშუალება არ მივეცით. შემოიკრიბნენ ზოსიმეს გარემოცვის წევრები და გაიმართა იქ შეხლა-შემოხლა. ზვიადი გაოგნებული დარჩა. მახსოვს, რომ მან მიაძახა ზოსიმეს – იცოდე, არ შეგარჩენ ამას, როგორც კერატიშვილი გავაგდე ეკლესიიდან, ასევე გაგაგდებ შენც ეკლესიიდან… ზვიადი მიიტყუეს, რომ ვითომ ის მიუვარდა მეუფე ზოსიმეს თავისი დამქაშებიანად. ასეთი ბინძური პროვოკაცია მოაწყვეს”, – განაცხადა “მთავარ აქცენტებში” საუბრისას მამა გიორგი სხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.

იტვირთბა....