aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ დაესწრო.

კონფერენციაზე, რომელშიც 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებებზე იმსჯელეს.

თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორგანიზატორებს დედაქალაქში პროგრამის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია მმართველობის დანერგვა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ნებისმიერი რეფორმა ამ პრიორიტეტის დაცვას ემსახურება. მისივე განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით სამოქმედო გეგმის ნაწილი თბილისის მერიის მიერ უკვე შესრულებულია და მისი იმპლემენტაცია 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„როცა ვმუშაობთ მმართველობის ხარისხის, ღიაობის, მისი ეფექტურობისა და დემოკრატიულობის ამაღლების საკითხებზე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ – პირველი, რომ ჩვენი დანერგილი ნებისმიერი სიახლე, რეფორმა აუცილებლად უნდა პასუხობდეს მოსახლეობის ინტერესებს და უნდა აისახებოდეს ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე. მეორე – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმებად ქცევა. სწორედ ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს თბილისის მერია ჩვენს ქალაქში ღია მმართველობის დანერგვის პროცესში, რაც ვფიქრობ, ნათლად ჩანს თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც შემუშავდა უშუალოდ თბილისის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრებისა და არსებული პრობლემების განხილვა-გაანალიზების შედეგად”, – განაცხადა თბილისის მერმა

იტვირთბა....