aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქის სიბრძნე და ავტორიტეტი ამ რთულ დღეებს გადაგვალახინებს” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეებიც, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ქვეყნის თვითმყოფადობის ფუნდამენტი.

„ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ,” – თქვა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც მიუღებელია.

„ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ობიექტური, ლაკონური და ჩვენი მოწოდებები, ეს იქნება ტრიბუნებიდან თუ ამბიონიდან, მიმართული იყოს მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალსა და რწმენაზე. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....