aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„მივესალმები კონგრესში გამართულ ისტორიულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც აღიარებული იყო სომეხთა გენოციდი” – ფაშინიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას სომხეთის პრემიერ მინისტრი “ტვიტერში” გამოეხმაურა.

ფაშინიანმა კონგრესში გამართულ კენჭისყრასა და მის შედეგს „ისტორიული“ უწოდა.

„მივესალმები აშშ-ის კონგრესში გამართულ ისტორიულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც აღიარებული იყო სომეხთა გენოციდი. ეს რეზოლუცია არის სამართლიანობის დადგენისა და ისტორიული სამართლიანობისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯი. ის შვებას მოჰგვრის სომხების ბევრ შთამომავალს, რომლებიც გენოციდს გადაურჩნენ“, – წერს ფაშინიანი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....