aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, მაჭავარიანის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სვანების დასახლება, ილორის, ბაგრატის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ გულბანის, ჯემალ რაფავას, თამარ მეფის, აღმაშენებლის, გულბაანის, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის, სოხუმის, გაგრის, მარნეულის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის (ნაწილობრივ) და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....