ახალი ამბები

ივანიშვილმა ქველმოქმედება იცის მაგრამ, ეპოტინება იმას რაც არ იცის – ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით ქველმოქმედება – ეს არის საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, ის ჯიუტად ეპოტინება იმასაც, რაც არ იცის.

„ვფიქრობ, რომ ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას წყალტუბოში მასშტაბური პროექტის წამოწყებისთვის. ასევე ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია აბასთუმანში მიმდინარე პროექტი. საერთოდ, ამ ადამიანს ათეულობით წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული და ქველმოქმედების კუთხით ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ის ამისთვის მადლობას იმსახურებს. ეს საქმე კარგად იცის. სამწუხაროდ, მან ცუდად იცის სახელმწიფოს მმართველობითი საკითხები და აქ არის პრობლემები. საბოლოო ჯამში, ისტორიული ბალანსი როგორი იქნება, ამისი თქმა ძნელია, მაგრამ იმისთვის, რაც კარგია ჩვენ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რასაც ცუდად აკეთებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს, იქ, რა თქმა უნდა, უნდა გავაკრიტიკოთ. ბალანსს დააყენებს ისტორია“, – აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღებს ხარჯებს და ამით მთავრობას სტიმულს მისცმეს

იტვირთბა....