aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ” – კალაძე „შმაქსებზე“ საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე “შმაქსის“ მძღოლებისა და პარტია „გირჩის“ წევრების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„როდესაც კანონს არღვევ დაგაჯარიმებენ, როდესაც ჩვენ რაღაცას კანონის წინააღმდეგ ვაკეთებთ, კანონი მოქმედებს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ჩვენ არავის არ ვზღუდავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს A კატეგორიაში და მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ავტომობილი უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული იყოს როგორც მძღოლი, ასევე ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად ამ ავტომობილით გადაადგილდება ქალაქში. უნდა ექვემდებარებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენს მიერ მოთხოვნილი. ამ ყველაფრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, ყველას აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. დღეს 12 ათასზე მეტი ტაქსი არის A კატეგორიაში, რომელიც გადაადგილდება ქალაქში, არის თეთრი ფერის, ახალი მანათობლებით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლამაზია. უხდება ქალაქს და მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. რეფორმა ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი თვალშისაცემია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „შმაქსის“ მძღოლებმა და პარტია „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს „შმაქსებზე ნადირობა“; გაუქმდეს მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები; გაუქმდეს ტაქსების რეფორმა.

იტვირთბა....