ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავი ჰქონდა საერთოდ დამწვარი…” – თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, აფეთქებისას საცხოვრებელ ბინაში 70 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ადგილზე აფეთქებისას დიდი ბიძგები იყო.

“იმდენად დიდი ბიძგები იყო, გამოვედი სახლიდან. ადგილზე იყო წარმოუდგენელი მდგომარეობა. შევედით, ჩამოვიყვანეთ მამაკაცი, რომელიც იყო შიგნით, შოკურ მდგომარეობაში. თავი ჰქონდა საერთოდ დამწვარი და სახეზეც აღენიშნობოდა დამწვრობა”, – აცხადებს აფეთქების ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. შსს-ს ცნობით, ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების შედეგად დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....