“მოვუწოდებ ხელისუფლებას, მას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს. კეთილი ინებეთ და საქართველოს მოსახლეობას აუხსენით, რატომ გახდით ასეთი ბრალდების სამიზნე და მეორე, მინდა თავს უფლება მივცე და მოვუწოდო სასულიერო პირებს. თქვენგან თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ველოდებით”
ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი
შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.
აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.