aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში სხდომების გამცდენი დეპუტატები ხელფასს ვეღარ მიიღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უმაღლესი რადას დეპუტატების კენჭისყრებისა და კომიტეტების სხდომების გაცდენისთვის ხელფასების დაკავებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმცია უმაღლესი რადას ვებგვერდზე გავრცელდა.

ახალი კანონის მიხედვით, თუკი დეპუტატი კალენდარული თვის განმავლობაში პლენარულ სესიებზე 30 პროცენტზე მეტ კენჭისყრაში ან კომიტეტების 50 პროცენტზე მეტ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას შესაბამის კალენდარულ თვეში სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნაზღაურდება.

კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან. კანონი რადამ 16 ოქტომბერს დაამტკიცა.

იტვირთბა....