aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება უკვე ზღვარგადასულია” – წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავების ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უპრეცედენტოს, ზღვარგადასულსა და სავალალოს უწოდებს.

„უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში არაერთი დავის ფარგლებში, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდად მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება, რაც არის სავალალო ფაქტი.

მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც ამაში იყო ჩართული, მეორე მხარეს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს უკანონო დაკავება და პატიმრობა. ჩვენ ამას ვგმობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. როგორც სააგენტო „რესს“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა აცნობა, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა, წნელის დასახლებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გააჩერა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს

იტვირთბა....